7
სამი პირია დაკავებული საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე - მათ შორისაა ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ორი პირი, რომლიც მან სარდაფის რემონტისთვის დაიქირავა. გამოძიების ინფორმაციით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, სარდაფის სარემონტო სამუშაოების ნებართვის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაახარვეზა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა. დანგრეულ კორპუსთან თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები უკვე ტარდებოდა და აღნიშნულს ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დაკავებული მამაკაცი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ. მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი ქართული სიმღერა(ახალი)
GeorgianMelodyქართულიმელოდია
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13...
TV IMEDI
#პირადიექიმი აცრები - „კი“ თუ - „არა“?
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ისევ ხდება -...
TV Pirveli
ნატო გელაშვილი - არეული ქალაქი (კარაოკე) / Nato Gelashvili -...
NATO GELASHVILI
მკვლელობა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგის და სოფოს ქორწილი
ჯონი ელაშვილი joni elashvili
პროფესიონალი ოპერატორების გადაღებები. კესო და ბექა
joni elashvili 599 933 127