16

დღეს დილიდან შეფერხება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გადაიდო ან გაუქმდა 10-მდე რეისი. ასაფრენ ზოლზე დაშვება ვერ მოახერხა ვერც თურქეთიდან გამოფრენილმა რეისმა, რომელსაც უკან მოუწია დაბრუნება. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ინფორმაცია „მოამბეს“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურმა მიაწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: