საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪„რამდენიმე დღის წინ, თაკო ჩარკვიანმა პირდაპირ თქვა, რომ მათი მიზანი „ხელისუფლების აყირავებაა“ - იმის მკაფიო მაგალითი, რომ ევროპა არ აწუხებთ, არის ის, რომ ვითომ პროევროპულ ძალებს ნინო ბურჯანაძე განასახიერებს და ევროპის სახელით ლაპარაკობს“ ▪„ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია - სამივე პროცესი უკრაინასა და ევროპაში გაცილებით ადრე დაიძრა და გაცილებით ადრე მიიღო საქართველომ“ ▪„მრავალი წლის განმავლობაში, ვიბრძოდით და ვმუშაობდით იმისთვის, რომ რომელიმე დოკუმენტში სიტყვები - „ევროპული პერსპექტივა“ გაჩენილიყო და ის გაჩნდა“- ▪„დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანებამდე იმდენი წელი არ იქნება, რამდენიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას დასჭირდა“ ▪დეპოლარიზაციაზე: ჩვენი მხრიდან, ხელი გაწვდილია, ჩვენ თანამშრომლებისთვის მზად ვართ - ამას ოპოზიციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება“ ▪„სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია“ ▪„პრემიერმა პარლამენტში პირველ ფრაზად ის თქვა, რასაც დღეს მთელი ევროპა ამბობს და გვილოცავს - რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ქვეყნის უდიდესი წარმატებაა და ამის შემდეგ, ატყდა კივილი, შეურაცხყოფა, ბრახუნი“ ▪საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები