სანქცირებული არყის ხის ექსპორტი საქართველოდან - "ქართული ეტიკეტის ძალა"
სხვა, ამგვარი ინფორმაციის მისაღებად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი იუთუბზე ან თვალი ადევნეთ ჩვენ ვებგვერდს: www. ifact.ge-ს. თუ თვლით, რომ "აი, ფაქტი" თქვენ მხარდაჭერას იმსახურებს, მაშინ ფინანსური დახმარებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ ვებ-გვერდს: https://ifact.ge/membership/ ან თქვენთვის სასურველი თანხა პირდაპირ გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE56TB7766936070100005. მიმღები - ააიპ აიფაქტი. რუსული არყის ფანერა, რომელიც ევროკავშირში აკრძალულია, კვლავ აღწევს ევროპულ ბაზრებზე - ოღონდ როგორც ქართული პროდუქტი. 2022 წელს რუსთავში დაარსდა კომპანია „პალატი-2022“. ფორმალურად, ის ჩვეულებრივი ხის გადამამუშავებელი საწარმოა, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კომპანია რუსულ ფანერას ქართულად აფორმებს და ევროპაში გზავნის, რაც შესაძლებელს ხდის სანქციების გვერდის ავლას. სტატისტიკა ამ ამბავს ადასტურებს. 2023-2025 წლებში საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით, 45 მილიონი დოლარის არყის ხის პროდუქცია შეიძინა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ 200 000 დოლარს შეადგენდა. სწორედ ეს ნედლეული მუშავდებოდა საქართველოში და ექსპორტზე გადიოდა უკვე „საქართველოში დამზადებულის“ ეტიკეტით. ამავე პერიოდში ევროპის ქვეყნებმა მიიღეს, თითქმის, 29 მილიონი დოლარის ღირებულების ასეთი "ქართული ფანერა". ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2021 წელს დააწესა ანტიდემპინგური ტარიფები რუსულ ფანერაზე, ხოლო 2022 წლის აპრილიდან მთლიანად აკრძალა რუსული ხის პროდუქცია. ამ საქმეს სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს: ევროპისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანქციების დაცვის ეფექტიანობა; საქართველოსთვის სავაჭრო სისტემის სანდოობა და საერთაშორისო რეპუტაცია. ხოლო რუსეთი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სანქციების მიუხედავად, ექსპორტის გზები მაინც არსებობს.