mama ilia leqsi - მეუფე იობს ''აქ წიწამურში''

01/29/2013
11 11-ის მიერ

http://www.facebook.com/pages/%E1%83%...

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს

,,აქ წიწამურში\"

მზის შუქი ადგას ზეციურ თავანს,
გაბრწყინებულა დიდგორის ველი,
დავითის მხედარს და მხედართმთავარს,
კვლავინდებურად დიდებით გელი.

სამშობლოს ველებს მოედო ხნარცვი
და ამ ხნარცვებში ჩაბუდდა გველი,
ახლა კვლავ უნდა ნესტან-დარეჯანს
ათასჯერ უფრო მიჯნური ხელი,

ამიტომ წმინდა ტრაპეზის პირას
ჰფეთქს ყვრიმალები ცრემლებით სველი...
გამიშრა ცრემლი,არც სიტყვა მყოფნის,
მადლობა შენდა, მამავ და ძმაო,

შენ განმარიდე ამ მუხთალ სოფელს
რომელმან ჩვენზე დაჰკრიბა ქვაო;
მე მთელი ჩემი სიცოცხლის ყოფით
სულ საქართველოს დუშმანთან ვდაობ...

ყაშყაშებს სადღაც ყორანი შავი,
არ ჩამობნელდე მამულის ცაო!
არ დაგვითმია არც ერთი ადლი
მამულისათვის ვიბრძოდით როცა...

გვაერთიანებს ერთობის მადლით
უნეტარესი მშობელის ლოცვა.
აქ წიწამურში მე მომკლეს მაშინ,
აქ მე დამეცა ძრწოლა და ზარი...

ანგელოზები მღეროდნენ ცაში
და ქვეყანაზე დაძრწოდა ქარი.
მერე აღვიდა ზეცათა შინა
სულით მნათობი ბრდღვიალა კვარი,

კვლავ წიწამურის ველებზე გიცდი,
შემომაშველე ღვინო და წყალი...
შემომაშველე მერანი ფიცხი,
მერანი მართლაც ძალიან მალი...

აქ წიწამურის გაშლილ ტრამალზე
ისევ ხასხასებს მზე სისხლის კვალი...
სჩანს უმართლესი ზეცის მზეობა
და ხრმალზე უფრო უხმლესი ხრმალი.

მომეცი ძალა,გარდავიხადო
გადაუხდელი მამულის ვალი!...

მამა ილია ჩიკვაიძე