4

06/23/2024

დღეს ბიუროს სხდომის შემდეგ გაირკვევა, როდის წარდგება საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.

თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას თანხმდება. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას ბიურო იღებს, რომელსაც საკითხი დღის წესრიგში შეაქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია თარიღად 5 მარტს ასახელებს, თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ სხდომა 5 მარტს არ ჩატარდეს, რადგან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებია საჭირო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.