რა შეცვალა რომანტიკულ ურთიერთობებში კოვიდ 19-მა - თამარ თანდაშვილი

09/29/2020
Life Intelligence Hub-ის მიერ

სასიყვარულო გრძნობები ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში ისედაც სათუთი და ადვილად მსხვრევადია და მათ გახუნებას კატაკლიზმა არ ჭირდება. როცა პანდემიამ ჩვენში ემოციები ააღელვა და კარგად შეფუთული ტრამვები გამოაღვიძა, პირველ რიგში, ეს რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობას დაეტყო.
კოვიდის დამარცხების შემდგომ მსოფლიო განქორწინებების მაჩვენებლის რადიკალურ ზრდას ელოდება, მანამდე კი წყვილები ისეთ საკითხებს ეჭიდებიან, როგორებიცაა:
• პარტნიორის არაადეკვატული ემოციური ფონი და ვერბალური აგრესია
• კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის „სწორად მყავს არჩეული პარტნიორი, თუ, დროა, ამ მხრივ რამე შევცვალო?“
• უსამართლობის განცდა ოჯახური მოვალეობების არასწორად გადანაწილების გამო
• ფიზიკური აგრესია პარტნიორის, ბავშვის ან შინაური ცხოველის მიმართ
• რომანტიკული გრძნობების კლება
• სექსის არარსებობა

webinar #3 -   / 3264560980278768  

Facebook page -   / lifeintelligencehub

ვიდეოები „Life Intelligence Hub"-ისგან