პაატა მიქუტიშვილის ქუჩა
ვიწრო ქუჩა სკოლით, საბავშვო ბაღითა და 10-მდე მოსახლით 19 წელია პაატა მიქუტიშვილის სახელს ატარებს. გასულ საუკუნეში ის სანაპიროს ქუჩა იყო. მისი სიგრძე დაახლოებით, 150 მეტრია. აქ მცხოვრები 10-მდე ოჯახიდან ცოტამ თუ იცის, რატომ მიანიჭეს ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი. როდის მიენიჭა ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი? პაატა მიქუტიშვილი 1999 წლის 4 აპრილს, 38 წლის გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, 2 000 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ ახალციხის საკრებულომ რაიონის საკრებულოს თხოვნის საფუძველზე დადგენილება მიიღო და ქალაქში სანაპიროს ქუჩას პაატა მიქუტიშვილის სახელი ეწოდა. ვინ იყო პაატა მიქუტიშვილი? „დაუღალავი, შრომისმოყვარე, კეთილშობილი, პატრიოტი, კეთილსინდისიერი, მოკრძალებული“, - ასე ახასიათებენ პაატა მიქუტიშვილს მეგობრები და მამა, სერგო მიქუტიშვილი. პაატა მიქუტიშვილი 1961 წლის 20 მარტს, ახალციხეში, პედაგოგოების ოჯახში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. საშუალო განათლება ქ.ახალციხის 1-ელ საშუალო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა ახალციხის #122 ტექნიკური სასწავლებელი. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს ზოოვეტერინალურ ინსტიტიუტში, რომელიც 1987 წელს დაასრულა. სამუშაო გამოცდილება • 1982 - მუშა, ახალციხის რაიონის სხვილისის საბჭოთა მეურნეობაში; • 1982 - მთავარი ეპიზოტოლოგი, ახალციხის რაიონის ვეტსამკურნალო; • 1990 - ექსპერტ-ინსპექტორი, ახალციხის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექცია; • 1922 - რწმუნებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონის 21 კილომეტრიანი ზოლის მეურნეობა; • 1993 - დირექტორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მთავარი სამმართველოს წყალთბილის სახელმწიფო საწარმო; • 1995 - პროკურორის თანაშემწე, ახალციხის სამხედრო რეგიონალური პროკურატურა, საერთო ზედამხედველობის ხაზით. • 1995 - თავმჯდომარე, ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ფონდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაცია; • 1997 - აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაცია; • 1998 - დეპუტატი, საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულო; • 1999 - ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი,; მიღებული მადლობები • თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სისტემაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდაცვის სამინისტროს დავალებებს აფხაზეთსა და ცხინვალში ასრულებდა. მოქმედ ქართულ სამხედრო შენაერთებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საბრძოლო მასალებს დღეღამის პირობებში სიცოცოხლის დაუზოგავად აწვდიდა. ამის გამო, თავდაცვის სამინისტროსგან პაატა მიქუტიშვილმა, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილემ მადლობა დაიმსახურა. • ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ფონდში მუშაობისას, პაატა მიქუტიშვილმა მოქმედ საერთაშორისო დეკლარაციებზე დაყრდნობით, პრინციპული დამოკიდებულებით ახალციხელ მოქალაქეებსა და პატიმრებს თავისუფლება მიანიჭა, რისთვისაც საერთაშორისო ფონდის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან მადლობა დაიმსახურა.
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
პაატა
New Georgia
პაატა თედიაშვილის სოლო კონცერტი
joni elashvili 599 933 127
"მარო"-ნონა ხუმარაშვილი; პაატა გულიაშვილის შოუ-2023.07.27; P...
პაატა გულიაშვილი\"-შამო და იხახანე\"
თინათინ ქევხიშვილი \u0026 პაატა ოდიშვილი - უკანასკნელი შეხვე...
Tinatin Kevkhishvili
პაატა სალია: „რუსთავი ორში“ საზოგადოებრივი საბჭო არ შეიქმნე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაატა იმნაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ვიქეიფოთ"-ლაშა რამიშვილი; პაატა გულიაშვილის შოუ-2022.12.29
RUSTAVI 2
პაატა მანჯგალაძე - კონსტიტუციური მონარქიის საკითხის განხილვა
New Georgia