Apple Watch-ის ახალ სარეკლამო რგოლში ქართველი მსახიობი, ვიკა გადაიღეს

09/12/2019
Music Box-ის მიერ

ქართველი მსახიობებისა თუ მოდელების თანამშრომლობა მსოფლიო ბრენდებთან უცხო რეალობას აღარ წარმოადგენს, ამიტომაც თუ თქვენ Apple Watch-ის ახალ სარეკლამო რგოლში ნაცნობი სახე აღმოაჩინეთ არ გაიკვირვოთ, რადგან ის ნამდვილად ქართველი მსახიობი ვიკა კალანდიაა. ბუნებრივია ვიკას წარმატება ერთ-ერთი ის თემა აღმოჩნდა, რომლითაც ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, დეტალების გასარკვევად კი თავად მსახიობს შევხვდით. ვიკა იხსენებს, რომ როლზე დამტკიცებამდე რამდენიმე ტური გაიარა. ამის შემდეგ პრაღაში გაემგზავრა. ისტორია კი კონკიას ამბის მსგავსად განვითარდა. ვიკას მხოლოდ ერთ ეპიზოდში უნდა ეთამაშა, რომლითაც ვიდეო-რგოლი იწყება. მთავარ როლზე სხვა მსახიობი იყო დამტკიცებული, თუმცა როგორც ხედავთ მის ნაცვლად რეჟისორმა როლი ქართველ მსახიობს მისცა და აეროპორტიდან გადასაღებ მოედანზე დააბრუნა.
✖ Music Box
☛ Official Site - http://www.musicbox.ge/
☛ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
☛ Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
☛ Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge


„Music Box“ ეს არის მუსიკალურ-გასართობი ტელევიზია, რომელიც თბილისში 2005 წლიდან საერთაშორისო ქსელ „Music Box Group“-ის ნაწილია. ტელევიზიის აუდიტორია გახლავთ ახალგაზრდა და აქტიური თაობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებელია. „Music Box“-ზე გასულ გადაცემებში ჟღერდება უახლესი ინფორმაციები, როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. სწორედ „Music Box“-ი მოგიყვებათ ქათული თუ მსოფლიო შოუ-ბიზნესის სიახლეების შესახებ და მოგაწვდით ინფორმაციებს მუსიკაზე, კინოზე, სპორტზე, კულტურულ მოვლენებზე და ა.შ.


This channel is created to promote magnificent show-business and as well, producers. Absolutely, NO COPYRIGHT INFRINGEMENT INTENDED. This CHANNEL CLAIMS NO RIGHTS OR OWNERSHIP over the contents posted. If you wish for a track to be removed, please let us know so we can remove it from our feed immediately:
[email protected]

#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან