მცხეთის 3D გადაღება

22.04.2020

აქოლისი პროექტის ფარგლებში, კომპანია რუკა მაპინგის დახმარებით, საერთაშორისო კომპანია Ofek_თან თანამშრომლობით ქალაქ მცხეთის 3D გადაღებას ახორციელებს. მიზანი ქალაქ მცხეთის 3D განზომილებაში ციფრული ფორმატის შექმნაა, რომელიც ნებართვის გამცემ ორგანოებს საშუალებას მისცემს: • სიმულაციურად განსაზღვროს მომავალი დაგეგმილი განაშენიანების შედეგები; • კოორდინატთა სისტემაში ჩასმული 3D მოცულობით სრულად გაანალიზდეს არსებულ სიტუაციაში - დაგეგმილი განვითარების შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბით სულ რამდენიმე ქალაქს გააჩნია მსგავსი 3D აეროგადაღება. ქალაქი მცხეთა კი სულ მალე მათ რიცხვში იქნება.    • Accurate 3D Urban Geo Modeling   - იერუსალიმის მაგალითზე, უკეთ გაიგებთ 3D აეროგადაღების შედეგსა და მნიშვნელობას.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო