Babi Muza-უკიდეგანო, მიუწვდომელი (Ukidegano, miucvdomeli)

13.08.2015 03:41

Song was written by Barbara Salagaia in SUMMER 2015 Accompaniment, lyrics, backs and chords by BARBARA ENJOY :))) georgian lyrics ღამე რაღაც დამესიზმრა დილით ისევ მახსოვდა ამ სიზმარში არ ვიცი რად უცნაურად მათოვდა სადღაც მთებში გადახვეწილს წარსულის მოლანდებად ჩრდილები არ მასვენებდნენ ირეკლავდნენ ფარდები გიტარის სიმი აკორდი ბარე აქ მე როდის დაგიბარე? წადი მთვარე, წადი მთვარე, ვინ თქვა რომ მინდა საუბარი? ბევრი მტვერი, ცოტა მტვერი ისევ მელი, აღარ მელი, ოკეანის ფსკერზე გემი შეუძლებელია შველა ცაზე ღრუბელი, თეთრი თოლია, მეც მოვდივარ, დამელოდე, ნუთუ ისევ ნაპირზე მელი, როდემდე უნდა გეშინოდეს? მე გიშველი, მე გიშველი, არ წაგიღებს ტალღა, წყალი, ლურჯი ფსკერი, ქვები ფსკერზე, გადარჩები, გადარჩები იარე მალე, წამოდი მალე, ქვიშა ყვითელი, ქვიშა ოკეანის, იქნება ქარი და გრიგალი, მანამდე სადმე დაიმალე ისევ შევხვდებით, სადმე შევხვდებით, უაზრო დარდი გაიქარვე, ამას გპირდები, მე გპირდები, შენ უბრალოდ დამიჯერე! დავრჩები, მოდი მე აქ დავრჩები, ბნელდება, მთვარე agar ჩანს ბნელდება, მაჩვენე, მზის სინათლე მაჩვენე, წამოვალ, მე შენთან ერთად წამოვალ მის: უკიდეგანო, მიუწვდომელი, ის ჩემს გარშემო სუფევს შენც მალე იხილავ, სიზმარს მოგიყვები, შენ თქვი რომელი გინდა გაიგო როცა გათენდება დილა მე მთაში წავალ, მე მთაში წავალ, არ მინდა ბარად, არ მინდა ყოფნა კარავში, გინდა სამოთხე ნახო, წამოდი, მოგეწონება, შენც ლაღად ფრთას გაშლი თვალზე ნაოჭი, ცრემლი სახეზე, მლაშე წყალი ლოყაზე დაიღვენთება, ნუღარ ტირი, ნუღარ ტირი, ვიცი ყველაფერი ჩემო კარგად იქნება, მჯერა რომ მალე, მე მჯერა მალე, განსაცდელი გაივლის, გამოიდარებს, ვარსკვლავები და ლურჯი მთვარე, ცაზე ინათებს, ჩვენთვის ლაღად ინათებს აღარ მტანჯავს კითხვები, ვიცი მალე ჩემთან ერთად იქნები, გაქრა ჩუმი ფიქრები, ნდობას კარგო მალე მე დაგპირდები 2x უკიდეგანო, მიუწვდომელი, ის ჩემს გარშემო სუფევს შენც მალე იხილავ, სიზმარს მოგიყვები, შენ თქვი რომელი გინდა გაიგო როცა გათენდება დილა მე მთაში წავალ, მე მთაში წავალ, არ მინდა ბარად, არ მინდა ყოფნა კარავში, გინდა სამოთხე ნახო, წამოდი, მოგეწონება, შენც ლაღად ფრთას გაშლი   / ukidegano-miucvdomeli

გაზიარება: