დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს - სოსო ხითარიშვილი

სასამართლო პროცესი დღეს, 8 აგვისტოს დისტანციურად გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის, სოსო ხითარიშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბორჯომში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მამა ანტონ მაისურაძის ადვოკატი მისთვის მუხლის შეცვლას ითხოვდა. სოსო ხითარიშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი არა მკვლელობა, არამედ აუცილებელი მოგერიება იყო. მისივე თქმით, ,,კბილებამდე შეიარაღებული“ ლევან ნამგალაძე, მას შამდეგ რაც გაიგო, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ბორჯომში ჩავიდა, მასთან სახლში მივიდა და ,,უმნიშვნელო წყენის გამო“ მისი მოკვლა სურდა. ბრალდებულმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ლევან ნამგალაძემ, მეტსახელად ,,მჭიდომ“ ჯერ ავტომატი გაისროლა, ხოლო მოგვიანებით მისი მოკვლა დანით სცადა.

მსგავსი ვიდეოები