"ვითხოვთ სახელმწიფო სერვისებს"

06.10.2021 10:51

4 და 5 ოქტომბერს, პარტიული აქციების პარალელურად, რომელიც სრულიად გამორიცხავს სოციალურ პოლიტიკაზე მსჯელობას, მთავრობის კანცელარიის წინ, სახელმწიფოს რეალურ ფუნქციასა და როლზე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დედებმა ისაუბრეს.

თამუნა და ქრისტინე იმ ადამიანების სათქმელს ამბობენ, რომლებსაც თავად ლაპარაკი არ შეუძლიათ, "მაგრამ არც ჩვენი ხმა ესმის მთავრობის წარმომადგენლებს", გვიყვებიან ისინი.

აქციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების დანერგვა, უკვე არსებული სერვისებისა და უფუნქციო დეპარტამენტების ქმედით მექანიზმად გადაქცევა, 250 ლარიანი პენსიის გაზრდა და შშმ პირთა მშობლებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაა. ქვეყანა, რომელშიც ქველმოქმედებასა მადლიერებას, ანაცვლებს სახლემწიფო ვალდებულება.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli..  .
Instagram:   / mautskebeli.  .
Twitter:   / mautskebeli  
Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​

#მაუწყებელი

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო