გასვლითი ტრიბუნა ბათუმში | 6 ოქტომბერი, 2019.

10/08/2019
Elita - Dinamo Tbilisi-ის მიერ

06.10.2019
დინამო ბათუმი - დინამო თბილისი

80 დინამო სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტრანსპორტით დავიძარით ბათუმის მიმართულებით. მატჩამდე 2 საათით ადრე შევიკრიბეთ და დიდი მსვლელობაც დაიწყო. განსაკუთრებული არაფერი გვაქვს სათქმელი, იყო ბევრი პირო და ბევრი შეძახილი, მაგრამ ვეცდებით ამ გასვლიდან დავწეროთ ის, რასაც ზოგადად არ ვაჟღერებთ ხოლმე გარკვეული მიზეზების გამო. არც საკუთარი თავის ქებით ვართ დაკავებულნი და არც რეალობას ვართ მოწყვეტილები. გავიგეთ, რომ 1-2 *ლე ყველგან გამოერევა მაგრამ მაინც..

პირველ რიგში ვეცდები აგიხსნათ რას ნიშნავს ჩვენთვის “გასვლები”. აი დაახლოებით ისეთი სიტუაციაა “შენ” რომ სადღაც დაბადების დღეზე მიდიხარ და ქათქათა თეთრ პერანგს ყიდულობ და საზეიმო განწყობას იქმნი. ჩვენ ეგრე დიდი გასვლების წინ ვიქცევით, ახალ ზმანს ვყიდულობთ და კვირებით ადრე ვიქმნით განწყობას. პულივიზატორებს და პირო ტექნიკას ვიმარაგებთ, ყველა დეტალს ვგეგმავთ, იმიტომ, რომ ჩვენ ელიტის ნაწილი ვართ და ყველაფერი ელიტურად უნდა იყოს. ყველაფრისთვის მზად ვართ, იმისთვისაც კი, რომ ერთმანეთის მხარდამხარ შეიძლება მთელი ქალაქის, მთელი სტადიონის წინააღმდეგ მოგვიწიოს დატაკება. ზოგ ჩვენიანს გულიც კი სწყდება, როცა დაპირისპირების გარეშე ვბრუნდებით დედაქალაქში. იმიტომ, რომ გასვლის წინა დღეებში ხშირად სტუმრობენ სპორტულ დარბაზებს და ენერგიის დახარჯვა სწყურიათ. ვიცი, რომ ვიღაც გამოხტება და იტყვის “მაგენი საჩხუბრად დადიენ მაგენი შარიანები და მაგენი ხულიგნებიო მარა “ნიჩიო”.

არასდროს ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტი იმ ხალხთან ჩხუბი, რომლებიც არ არიან იმ კულტურის წარმომადგენლები, რომლისაც ჩვენ ვართ. ჩვენებს უფრო “ტყეში” მწვადის შეწვა იზიდავთ. ძირითადად 4 შამფურს ვწვავთ ხოლმე (ხელთათმანების გარეშე). ბოლოს როტერდამში შევწვით გაგიჟდნენ იქაურები ისე მოეწონათ. ხოდა რით უნდა გაგვაკვირვოთ ანუ რას ცდილობთ ამ არაფრის მომცემი ბავშვური გამოხტომებით გარდა იმისა, რომ იმიჯს უფუჭებთ თქვენს თანამოქალაქეებს და ზოგადად ქალაქს, რომელიც ბევრ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს.

საერთოდ ცალკე საკითხია ამ სტადიონზე “უსაფრთხოების ნორმები”. ან ცალკე საკითხი რანაირად იქნება, როცა ეს საკითხი საერთოდ არ არსებობს. მართალი გითხრათ დიდად არ განვიცდით ამ ამბავს, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თვლის, რომ ფანები არაფრის გამო, უმიზეზოდ ვიწყებთ ჩხუბს. ეს იგივეა, რომ ვიღაცას უმიზეზოდ აგინო და მერე გიკვირდეს რატომ მირტყამენო.

მოკლედ, ბათუმში გასეირნება არც ისე ცუდი გამოდგა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უღმერთო წვიმის შემდეგ 6 საათი ნახევრად შიშვლებმა ვიმგზავრეთ. გაიღიმეთ, თბილისობას გილოცავთ!

#Elita #Dinamo #Tbilisi