werili - shishveli xeebi / წერილი - შიშველი ხეები (lyrics)

11/19/2020
Giorgi Tsirdava-ის მიერ

• Facebook:   / sacrificedstar  
• Instagram:   / geovanniavadrist  

წერილი - შიშველი ხეები

ფანჯრიდან მოჩანს შიშველი ხეები
ამინდი მშივრების გაყინვას ითხოვს
დარდი მაქვს გულში და ნელ-ნელა ვილევი
ქარია გზაზე და ეს გზა მე მიხმობს
შენ გულის კედელო გთხოვ ნუ დაეცემი
რომ შენი სიმართლე ჩემი გზა იყოს
შემოაბიჯე მომავლის დღეები
მასუნთქე ჰაერი მომეცი სითბო
დადგება მალე ზაფხულის დღეები
მე ისევ მინდა რომ ჩვენ ერთად ვიყოთ
გაფერადდება შავთეთრი კედლები
და ჩვენი წამებაც დასასრულს ითხოვს
გამოვლენ გარეთ მეზობლის ბავშვები
ზარია კარზე ვინ უნდა იყოს ?
შემოაბიჯე მე შენ გელოდები
შემოაბიჯე მომეცი სითბო