82 წლის აფრი აფრიამაშვილმა არლის მთაში დასასვენებელი ადგილი მოაწყო


გოდერძის უღელტეხილზე, ბეშუმთან ახლოს, არლის მთაში არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც სოფელ არლის მკვიდრი სათუთად უვლის. მაშინ როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები მთის საძოვრებზე შინაურ პირუტყვს გაირეკავენ, 82 წლის აფრი აფრიამაშვილი საკუთარი ხელით მოწყობილ დასასვენებელ ადგილს მიაშურებს.

წყაროსთან, რომლის სიახლოვესაც პაწაწინა ტბაა წარმოქმნილი, აფრი აფრიამაშვილმა ხის მასალით სკამები მოაწყო. მაგიდის დანიშნულებით, უზარმაზარი ლოდია გამოყენებული. იმისთვის, რომ უამინდობის დროს ადამიანმა თავი შეაფაროს, 82 წლის აფრიმ ადგილი გადახურა. გარშემო წიწვოვანი ხის ნერგები დარგო და შინაური პირუტყვისგან დასაცავად ტერიტორია შემოღობა.

ვრცლად ნახეთ: https://bit.ly/3piZ3oA

ვიდეოები „მეცხრე არხი ახალციხე"-ისგან