ლადო პაპავა დუმილს არღვევს და იმ მიზეზე საუბროს რის გამოც ის თანამდებობიდან გადადგა . თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ზუსტად ერთი წლის თავზე EDU. ARIS. GE-სთან მისი თანამდებობიდან გადადგომის რეალურ მიზეზებზე, საუბრობს. პაპავას თქმით 2016 წლის ხმაურიან გაზაფხულზე , სტუდენტთა ფართო გამოსვლების უკან უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის საბაბით, სტუდენტების უკან უშიშროების სამსახური იდგა. ყოფილი რექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასული წლის მარტის მოვლენებში მონაწილე სტუდენტების უდიდესი ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამინდს უნივერსიტეტში უშიშროების სამსახური ქმნიდა . პაპავას მხრიდან გადადგომის მიზეზებზე საუბარს „აუდიტორია 115“ ც . თსუ-ს თვითმმართველობაში კი აცხადებენ , რომ მათ არანაერი კავშირი არ აქვთ უშიშროების სამსახურთან და ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნის მიზეზი გაზრდილი შტატები იყო.2016 წლის მარტში თსუ-ში გახმაურებული მოვლენების ფონზე, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა 30 მარტს დატოვა. მის თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მრავალი აქცია აუდიტორია #115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.