kids tant/სამკერვალო სადაც იკერება საბავშვო კარვები

03/09/2020
khatia kakachishvili-ის მიერ

შესაკვეთად დარეკეთ:598 589 551-ხატია კაკაჩიშვილი
ან მიწერეთ FB-   / kk-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a5%e1...  

ხატია კაკაჩიშვილი წარმოშობით ქალაქ ვალედანაა. უმაღლესი განათლების მისაღებად წლების განმავლობაში, დედაქალაქში ცხოვრობდა. 27 წლის გოგო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურისა და რესტავრაციის პროფესიას დაეუფლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.
კერვა ბავშობიდან უყვარდა. როცა საკუთარი ჰობის ბიზნესად გადაქცევა მოინდომა ყველაფერი საოჯახო თეთრეულის შეკერვით დაიწყო. მოგვიანებით, ხატიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პროექტი დაწერა და დაფინანსებაც მალე მიიღო, რის შემდეგაც საკუთარ სახლში სამკერვალო კუთხე მოიწყო. დაფინანსებული თანხით საკერავი მანქანებიც შეიძინა და თეთრეულთან ერთად, საბავშვო კარვების დამზადებაც დაიწყო, რომელსაც 100% ნატურალური ბამბის ქსოვილისგან კერავს.
“ყველაფერი რასაც ვქმნით, დიდი შრომის ფასადაა გაკეთებული. მასში ვდებთ სიყვარულს და მთელს ენერგიას. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ბავშობის სურვილი ავისრულე. მჯერა, რომ ოცნებები ხდება, მთავარი მონდომება და თავდაუზოგავი შრომაა“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ ხატია.
27 წლის გოგომ სახელოსნოში სამი ადგილობრივი დაასაქმა, ხელფასსაც გამომუშავებით უხდის. ხატია სამი წელია, რაც საკუთარ სახელოსნოში ყოველდღიურად მუშაობს.
„ორი სახის დაფინანსება მივიღე, ერთი „აწარმოე საქართველოსგან“ და მეორე „ერდიეი“-სგან. ამ ფულით მანქანები შევიძინეთ და საქმეც გაგვიმარტივდა. შედეგად უფრო ხარისხიან პროდუქტს ვქმნით. ერთი პრობლემა გვაქვს, სამწუხაროდ არ გვაქვს საქარგი მანქანა. ბევრი ორგანიზაცია გვაძლევს შეკვეთას მოვქარგოთ სხვადასხვა ლოგო მაისურზე, თუმცა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო უარით ვისტუმრებთ. იქნებ გამოჩნდეს ახალი პროექტი, რომელიც დაგვაფინანსებს“,- ამბობს ხატია.
ვალელმა გოგომ შექმნა ფეისბუქ გვერდი, რომლის საშუალებითაც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს. მასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი დიზაინით შეკეროს სხვადასხვა სახის ნივთები.

ვიდეოები „khatia kakachishvili"-ისგან