თამაშის ტექსტურების თარგმნა, ნაწ. 4 - გამჭვირვალე ტექსტურა, ალფა არხის შენარჩუნებით
ამ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ გავაქართულოთ თამაშის ტექსტურა, ალფა (გამჭვირვალობის) არხის ხელუხლებლად. ზოგიერთი თამაშის ძრავი ამ მონაცემს არა გამჭვირვალობისთვის იყენებს, არამედ ობიექტის ნათების (glow) ეფექტისთვის. ამიტომ, თარგმნისას, ეს ალფა არხი უნდა დარჩეს ხელუხლებელი, ხოლო სხვა არხები (RGB) უნდა დამუშავდეს. ამისთვის გამოიყნება უფასო და თავისუფალი სახატავი პროგრამა GIMP. თამაში Half Life Black Mesa ამჟამად ოფიციალურად ითარგმნება ჩვენი ჯგუფის მიერ: komshi.ge ეწვიეთ ჩვენი გუნდის გვერდს აქ: https://www.facebook.com/komshi.kaGE შემოგვიერთდის ჩვენს Discord სერვერს / სასაუბროს: https://discord.gg/fzycFw ეს ვიდეო ჩაწერილია უფასო და თავისუფალი პროგრამების მეშვეობით: OBS - ვიდეოს ჩასაწერად, Audacity - ხმის დასამუშავებლად, Openshot - ვიდეოს, ფონური მუსიკის და ხმის ზედგადადებად. ვიდეოც კი ატვირთულია Firefox ბრაუზერით :)
მსგავსი ვიდეოები
თამაშის ტექსტურების თარგმნა, ნაწ. 2
Gio Mag
თამაშის ტექსტურების თარგმნა, ნაწ. 1
Gio Mag
თამაშის ტექსტურების თარგმნა, ნაწ. 3 - გამჭვირვალე ტექსტურა
Gio Mag
Loadout Gameplay - 1
GeorgianGamers
კაცები #224 [სრული ვერსია]
კაცები
Tanki Online - სიახლე თამაშში
TemurGvaradze TV
პირველად Hired Ops-ში
GameAge992
პირველად Planetside Arena-ში • ნაწილი 1 • | სერვერი გაითიშა...
GameAge992