ახალი 4 | მიტჩელის განცხადება | 27.09.12

27.09.2012 01:32

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იზრდება. ბოლო დროინდელი მოვლენები კი ამერიკელი ექსპერტების მნიშვნელოვანი განსჯის საგანი ხდება. როგორი იქნება საქართველოს მომავალი და რამდენად დემოკრატიული იქნება არჩევნები - ამ თემას შეერთებულ შტატებში კვლავ დიდ ყურადღებას უთმობენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა პატიოსნად დაითვლება. მიტჩელი ციხის სკანდალს, ხელისუფლების დამოკიდებულებასა და საზოგადოების პროტესტსაც აფასებს. მისი თქმით, მსგავსი რამ ნიუ-იორკის შტატში რომ მოხდარიყო, ყველა უმაღლესი პირი დაუყონებლივ გადადგებოდა, დაიწყებოდა ორმხრივი და მკაცრი გამოძიება, რომელსაც სასამრთლო პროცესი მოჰყვებოდა. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: