მიხეილ ნოდია
XIX საუკუნის დიდ ქალაქებში, ტრამვაის ხაზების ელექტროდენის გაყვანამ დედამიწის ბუნებრივი მაგნიტური ველი დაარღვია, რის გამოც შეუძლებელი გახდა მაგნიტური ობსერვატორიების მუშაობა და მათი დიდი ნაწილი ქალაქების მახლობლად მოეწყო. იგივე ბედი ეწია თბილისის ობსერვატორიასაც, რომელიც 1836 წელს დაარსდა და რომელიც 1905 წელს ჯერ მცხეთასთან მახლობლად, საბოლოოდ კი, თბილის-ხაშურის რკინიგზის ხაზის ელექტროფიკაციის შედეგად, დუშეთში გადაიტანეს. დუშეთში ობსერვატორიის განვითარება და მასში თანამედროვე კვლევების წარმოების პრაქტიკის დანერგვა საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების დამაარსებელს, მიხეილ ნოდიას უკავშირდება. მეცნიერის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია დუშეთის ობსერვატორია იყო. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორია დღემდე არსებობს. აქ მიღებული სამეცნიერო მასალა დღესაც იგზავნება გეოფიზიკური მონაცემების მსოფლიო ცენტრში, რომელიც იაპონიაში, ქალაქ კიოტოში მდებარეობს. დუშეთის ობსერვატორია გეომაგნიტიზმის საერთაშორისო ასოციაციის ნაწილიცაა. სიუჟეტი მომზადდა მიხეილ ნოდიას შვილიშვილის მაია მანიას მიერ მოწოდებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში. #საქართველოსმეცნიერთამატიანე #მეცნიერებისკვირეული2021
TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University-ის სხვა ვიდეოები
კოლექტიური მოვლენების ეფექტური აღწერა
მემორანდუმი თსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარ...
,, მათ შექმნეს უნივერსიტეტი"
01:49
უკრაინის ეროვნული ჰიმნი თსუ სტუდენტური კაპელას შეს...
00:33
თსუ გამოშვება 2020
01:21
სოფია შინჯიკაშვილი
01:08
ბექა მოდრეკილაძე
01:35
თსუ 100 წლის იუბილე ოპერისა და ბალეტის თეატრში
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეც...
GeoScience
მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ღვაწლმოსილი მე...
GeoScience
მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის გაცნობითი ვიდე...
GeoScience
თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი
TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თ...
TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
მეცნიერთა მატიანე - მიხეილ ნოდია
GeoScience
ეს გადათქმა სააკაშვილის სანდოობაზე კარგს არ ამბობს
MULTIMEDIA GE
#დღისკოდი ახალგაზრდა რეჟისორი თავისუფალი სივრცისთვის -
პირველი არხი Georgian Public Broadcaster