XIX საუკუნის დიდ ქალაქებში, ტრამვაის ხაზების ელექტროდენის გაყვანამ დედამიწის ბუნებრივი მაგნიტური ველი დაარღვია, რის გამოც შეუძლებელი გახდა მაგნიტური ობსერვატორიების მუშაობა და მათი დიდი ნაწილი ქალაქების მახლობლად მოეწყო.
იგივე ბედი ეწია თბილისის ობსერვატორიასაც, რომელიც 1836 წელს დაარსდა და რომელიც 1905 წელს ჯერ მცხეთასთან მახლობლად, საბოლოოდ კი, თბილის-ხაშურის რკინიგზის ხაზის ელექტროფიკაციის შედეგად, დუშეთში გადაიტანეს.
დუშეთში ობსერვატორიის განვითარება და მასში თანამედროვე კვლევების წარმოების პრაქტიკის დანერგვა საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების დამაარსებელს, მიხეილ ნოდიას უკავშირდება.
მეცნიერის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია დუშეთის ობსერვატორია იყო.
დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორია დღემდე არსებობს.
აქ მიღებული სამეცნიერო მასალა დღესაც იგზავნება გეოფიზიკური მონაცემების მსოფლიო ცენტრში, რომელიც იაპონიაში, ქალაქ კიოტოში მდებარეობს. დუშეთის ობსერვატორია გეომაგნიტიზმის საერთაშორისო ასოციაციის ნაწილიცაა.
სიუჟეტი მომზადდა მიხეილ ნოდიას შვილიშვილის მაია მანიას მიერ მოწოდებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#საქართველოსმეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021