გახარია: მივდივარ იქამდე, რომ “ნაცები” ჩვენი დასამარცხებელი იქნება

„მივდივარ იქამდე, რომ “ნაცები” ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას “ოცნება” არც და ვერც გააკეთებს! ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ დღევანდელი მმართველი ძალა ერთადერთი რითიცაა დაკავებული, რომ როგორმე ჩვენს ახალ შექმნილ პოლიტიკურ პარტიას გაუსწორდეს. ასეთი თანმიმდევრულობით და ასეთი მიზანდასახულობით, რომ ნაცების წინააღმდეგ ემოქმედათ ბოლო 7 წლის განმავლობაში დღეს ქვეყანაში სულ სხვა რეალობა იქნებოდა და ესეთი პრობლემები არ იქნებოდა.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“.

მსგავსი ვიდეოები