მერაბ კოსტავა ლექსები / Стихи Мераба Коставы / Poems Of Merab Kostava
მერაბ კოსტავა ლექსი კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი კვლავ მოლოდინში დაგვათენდება, კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს, სული ლოცვებში მოითენთება, მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს. ოცნებას აშლის ზედაზნის ზეცა, მცხეთისკენ თვალის შენავარდება, მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა, ან სული უფალს რად არ ბარდება? დიდი ცარგვალის ლურჯ იმედებში სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს, მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს? რატომ ვერ ვხედავ მიმქრალ სახეებს, მენელსაცხებლეს, ნიშის წინ დახრილს, კდემით წართქმული წმინდა სახელი რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს? სული ლოცვებში მოითენთება, მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს, კვლავ მოლოდინში დაგვათენდება, კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს. მერაბ კოსტავა #მერაბკოსტავა #ლექსები #9აპრილი
მსგავსი ვიდეოები
მერაბ კოსტავა
Grigoli
მერაბ კოსტავას გახსენება
shota pheradze
მერაბ კოსტავა
alexsandre
მერაბ კოსტავას გასვენება 1989 წ.
Dax Ure
მერაბ კოსტავა
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Museums
მერაბ კოსტავა
NPLG Official
მერაბ კოსტავა
TV religia
მერაბ კოსტავა კითხულობს ლექსს „ძმას ქრისტესმიერს“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster