კამპანია "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" | "6 Years of AA for Georgia" Campaign

05/20/2020

კამპანიამ „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ სტარტი აიღო.

Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, წელს ევროპის დღეები ციფრულ ფორმატში აღინიშნება, თუმცა იქნება არანაკლებ აქტიური და საინტერესო.

კამპანიის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა ქვეყანას.

კამპანიას „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული \"ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II\"-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

#ასოცირების6წელისაქართველოსთვის #6YearsOfAAforGeorgia

ვიდეოები „Committee on EU Integration, the Parl of Georgia"-ისგან