სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნისთვის. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და თვითმყოფადობის სიმბოლოს, ქართული დროშის დღეა. ეროვნული დღესასწაული უკვე მე-11-დ აღინიშნება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა დილიდან აღმართულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე, დროშები გამოფენილია ისტორიულ ძეგლებზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ქუჩებში. მთავარი ცერემონიის მასპინძელი კი ათონელის რეზიდენცია იყო. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის და ტრადიციების სიმბოლომ რამდენჯერმე სახეცვლილება განიცადა, სხვადასხვა დროს გამოიყენობოდა დროშის რამდენიმე ვერსია. ისტორიული ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც მსოფლიოს უძველეს დროშებს შორის არის, 17 წლის წინ სახელმწიფო დროშის ერთადერთ ვარიანტად დამტკიცდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები