ფერისცვალება


მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. საზეიმო ლიტურგიის შემდეგ პატრიარქი შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. ფერისცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე, - ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან