Bare Ormoc Saukunes - Besarion Chanqseliani u0026 Mariam Bregadze (უძლიერესია)
06/02/2018
Tbilisi Today / თბილისი დღეს-ის
მიერ
# Bare Ormoc Saukunes - Besarion Chanqseliani \u0026 Mariam Bregadze (უძლიერესია)
# ბარე ორმოც საუკუნეს - ბესარიონ ჩანქსელიანი და მარიამ ბრეგაძე
გამოიწერეთ მეგობრებო არხი რათა დაეხმაროთ მას განვითარებაში!
თუ მოგეწონათ ვიდეო გააზიარეთ და მოიწონეთ ძალიან გთხოვთ...
არხის გამოსაწერი ლინკი :*
/ @tbilisitoday6347
ლექსი სრულად : : :
ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ჩუქურთმას ხმაში აქსოვს.
წარბი არსად შეუხრია, -
დასჩვევია წარბის შეკვრას
და, რაც ქართველს შეუქმნია,
ღმერთმაც ქნას და სხვამაც შექმნას!
სვეტიცხოველი და - საოცარი!
კაცს რომ გელანდება ძილში!
ერთი „ვეფხისტყაოსანი“
და ხუთასი ვაზის ჯიში!
ციხეები - დაკბილული,
ლაჟვარდები რომ გადაღობეს!
ჩვენი „ლილეოს“ ხმა გმირული,
ჭკვაზე რომ შლის ჭკვათამყოფელს!
და მე გეკითხები, მურმან:
(თავი სხვამაც გაიმართლოს!)
ვით გაგიძლოს ვაჟკაცს გულმა,
ყოველივე ამის პატრონს!
ანუ რა იმედი გქონდეს,
რომ წლებმა ვერ გადაგთელოს.
მაგის ფასს და მაგის ოდენს
რას უტოვებ საქართველოს!
ან რით გინდა შენი მოსვლა
ქვეყანაზე გაამართლო.
ვეფხის წიგნს და იმის მგოსანს,
შენ რა გაქვს, რომ დაამატო?!
...ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ცის ფერებს ხმაში აქსოვს...
ასე ჰყვება მგოსნის ჩანგი,
მაგრამ ირგვლივ თვალს მოვავლებ,
შემახსენებს უცებ ჰანგი,
რომ ახლისაც ვარ მოვალე!
და შევძახებ: - ვაშა ახლებს!
არც ხვალის დღეს ველი ნაკლებს!
მუხა - უბერებელია
და უახლეს ტოტებს აჰყრის!
გაუმარჯოს მწვანე მიწას,
საქართველოს მარად მწვანეს!
იმის წინსვლას, იმის მიზანს,
იმის დღეს და იმის ხვალეს!
#ბარეორმოცსაუკუნეს #ბესარიონჩანქსელიანი #მარიამბრეგაძე #უძლიერესილექსი #BesarionChanqseliani #MariamBregadze
# ბარე ორმოც საუკუნეს - ბესარიონ ჩანქსელიანი და მარიამ ბრეგაძე
გამოიწერეთ მეგობრებო არხი რათა დაეხმაროთ მას განვითარებაში!
თუ მოგეწონათ ვიდეო გააზიარეთ და მოიწონეთ ძალიან გთხოვთ...
არხის გამოსაწერი ლინკი :*
/ @tbilisitoday6347
ლექსი სრულად : : :
ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ჩუქურთმას ხმაში აქსოვს.
წარბი არსად შეუხრია, -
დასჩვევია წარბის შეკვრას
და, რაც ქართველს შეუქმნია,
ღმერთმაც ქნას და სხვამაც შექმნას!
სვეტიცხოველი და - საოცარი!
კაცს რომ გელანდება ძილში!
ერთი „ვეფხისტყაოსანი“
და ხუთასი ვაზის ჯიში!
ციხეები - დაკბილული,
ლაჟვარდები რომ გადაღობეს!
ჩვენი „ლილეოს“ ხმა გმირული,
ჭკვაზე რომ შლის ჭკვათამყოფელს!
და მე გეკითხები, მურმან:
(თავი სხვამაც გაიმართლოს!)
ვით გაგიძლოს ვაჟკაცს გულმა,
ყოველივე ამის პატრონს!
ანუ რა იმედი გქონდეს,
რომ წლებმა ვერ გადაგთელოს.
მაგის ფასს და მაგის ოდენს
რას უტოვებ საქართველოს!
ან რით გინდა შენი მოსვლა
ქვეყანაზე გაამართლო.
ვეფხის წიგნს და იმის მგოსანს,
შენ რა გაქვს, რომ დაამატო?!
...ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ცის ფერებს ხმაში აქსოვს...
ასე ჰყვება მგოსნის ჩანგი,
მაგრამ ირგვლივ თვალს მოვავლებ,
შემახსენებს უცებ ჰანგი,
რომ ახლისაც ვარ მოვალე!
და შევძახებ: - ვაშა ახლებს!
არც ხვალის დღეს ველი ნაკლებს!
მუხა - უბერებელია
და უახლეს ტოტებს აჰყრის!
გაუმარჯოს მწვანე მიწას,
საქართველოს მარად მწვანეს!
იმის წინსვლას, იმის მიზანს,
იმის დღეს და იმის ხვალეს!
#ბარეორმოცსაუკუნეს #ბესარიონჩანქსელიანი #მარიამბრეგაძე #უძლიერესილექსი #BesarionChanqseliani #MariamBregadze