#Spend4SeasonsinGeorgia - "გაატარე ზაფხული საქართველოში“ - 2 წლის ანგარიში
„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – #spendyoursummeringeorgia - უკვე მეორე წელია სოციალური კამპანია, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა, აქტუალობას არ კარგავს. ზუსტად ორი წლის წინ, რუსეთის მხრიდან, საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესების შედეგად გამოწვეული პრობლემებისა და დანაკარგების ფონზე გავერთიანდით და დავანახეთ მსოფლიოს რომ ძალა ერთობაშია, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და მოვუწოდებდით საერთაშორისო ბაზარს, რომ “პუტინის ყველაზე საძულველ ქვეყანაში” ქართული სტუმართმოყვარეობის გასაზიარებლად ჩამოსულიყვნენ. კამპანიამ გაამართლა, თუცა ამ დროს ჯერ არც კორონავირუსის შესახებ და არც მომდევნო წლის საფრთხეებზე ვიცოდით რაიმე. შემდეგ, მოხდა ის რაც ყველამ ვიცით და კამპანიის დატვირთვა და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს პლატფორის მეშვეობით სტუმრებს არა ხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ წელიწადის ყველა სეზონზე ვეპატიჟებით და სახელიც შესაბამისად დაკორექტირდა - #Spend4seasonsinGeorgia. სტუმარი: მარიამ გუჯაბიძე - კამპანიის „#Spend4SeasonsinGeorgia"-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...