ნიკა მელიას პრესკონფერენცია ანტიკრიზისულ ზომებზე - 20/03/2020
03/20/2020
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ის
მიერ
ყველა ვიდეოს და სიახლეების სანახავად გადადით ოფიციალურ არხზე და გამოიწერეთ:
/ kanaal
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მორიგი ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს 3 თვით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე მორატორიუმი გამოაცხადონ.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ისაუბრა.
\"11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა და საქართველო ისევე როგორც მსოფლიო, უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა. იმისათვის რომ ეს სწრაფად გავრცელებადი სენი დამარცხდეს, მნიშვნელოვანია ერთობა, ისე როგორც არასდროს. ეს გარდაუვალია. ამიტომ, ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა არ უნდა იყოს გაგებული როგორც პოლიტიკური პაექრობა , ესაა რჩევა, რეკომენდაცია თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.
დღეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მართალია მიმართულია ვირუსის გავრცელების შეკავებისაკენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რომლებიც გარკვეულწილად შეუმსუბუქებენ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის სიმძიმეს საქართველოს მოსახლეობას და ქართველ მეწარმეებს.
ამიტომ, ჩვენ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით:
1. 3 თვით შეჩერდეს იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონები
2. 3 თვით გამოცხადდეს მორატორიუმი სააღსრულებლო მიმდინარე საქმეებზე
3. 3 თვით შეჩერდეს საქმეები, სადაც კრედიტორად წარმოდგენილია სახელმწიფო. აქვე ვგულისხმობ ყველა ჯარიმას - პატრულის, ვიდეოთვალის, სურსათის უვნებლობის,მერიის ზედამხესვწლობის სამსახურის, გაზის კომპანიის და ა.შ.
4. საგადასახადო ორგანოებმა 3 თვით შეაჩერონ იძულებითი აღსრულება. მხოლოდ დღეს, 400 საქართველოს მოქალაქის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ხალხი დღეს არის უკიდურესად მოწყვლადი . იმედს ვიტოვებთ ხელისუფლება ამ ინიციატივას რაც შეიძლება მალე აქცევს რეალობად.\"