"Palma Beach"-ის საკონფერენციო დარბაზში..

09/24/2012
odishitv-ის მიერ

\"Palma Beach\"-ის საკონფერენციო დარბაზში დღეს „ქართულ-აფხაზური\" დიალოგი გაიმართა.

ანაკლიის სასტუმრო \"Palma Beach\"-ის საკონფერენციო დარბაზში დღეს „ქართულ--აფხაზური\" დიალოგი გაიმართა. პროექტი „ქართულ--აფხაზური\" დიალოგი თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით შედგა. პროექტის მიზანია აბაზი და აფხაზი კულტურის მოღვაწეების მეშვეობით გადაიდგას ნაბიჯი აფხაზთა შემორიგებისკენ, რაშიც შუამავლის ფუნქციას ჩერქეზი მოღვაწეები ასრულებენ. პროექტის ფარგლებში დღეს ანაკლიას აბაზი ჟურნალისტები, აფხაზი ახალგაზრდები და მათი ჯგუფის ხელმძღვანელები,ასევე ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე აბუბექრ მურზაყანოვი და აბაზური კულტურის ცენტრის დირექტორი რუსლან კამბიევი სტუმრობდა.

პროექტის ფარგლებში სტუმრები ნახავენ ქ. ბათუმსა და თბილისს. ღონისძიებას ანაკლიისა და ზუგდიდის ინტელიგენცია, ასევე საგანგებოდ მოწვეული სტუმრები და ეთნიკური აფხაზები ესწრებოდნენ
http://www.odishi.ge/
  / odishitv