ანანია ერქომაიშვილი - ქართველ ქალმა სიყვარული

12/30/2021
Georgian Music-ის მიერ

ანანია ერქომაიშვილი დაიბადა 1891 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. არტემ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შეისწავლა ანანიამ სიმღერა-გალობის საფუძვლები. მას მდიდარი ტემბრისა და დიდი დიაპაზონის ხმა ჰქონდა. თავისუფლად შეეძლო შეესრულებინა როგორც წვრილი, ასევე ბანი.


1918 წელს ნოტებზე სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასულ არტემს, გიგოსა და გიორგი ბაბილოძეს ანანია და ვლადიმერიც თან ახლდნენ. 1936 წლამდე ანანია ერქომაიშვილის მოღვაწეობა მთლიანად არტემსა და მის გუნდს უკავშირდება. 1936 წლიდან კირილე პაჭკორიას ინიციატივით ანანია, დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრად გადმოჰყავთ. გუნდში მისი მიწვევა განაპირობა ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადისათვის მზადებამ. 1937 წელს მოსკოვში გამართულ დეკადაზე ანანია ერქომაიშვილი დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ტრიუმფალური გამოსვლის მონაწილეა. 1936-1960 წლებში ანანია კვლავ სახელმწიფო ანსამბლის წევრია. 1968 წელს თბილკვებვაჭრობის ანსამბლ \"მეგობრობაში\" მიიწვიეს სოლისტად.1977 წელს საქართველოს რადიოში ანანია ერქომაიშვილისაგან ჩაწერეს გურული სიმღერების სამივე ხმა.


ანანია ერქომაიშვილი გარდაიცვალა 1977 წელს.




================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,ხალხური,საქეიფო,georgian music,georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ქართული მელოდია,ხალხური სიმღერა,ხალხური მუსიკა,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,საქეიფო მუსიკა,simgera,simgerebi,melodia,xalxuri,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,qartuli,xalxuri simgera,saqeifo simgera,saqeifo simgerebi,грузинские песни,georgian songs, ანანია,ერქომაიშვილი,ანანია ერქომაიშვილი,anania,erkomaishvili,erkomaiSvili,erqomaishvili,erqomaiSvili,
================================================================
#სიმღერა #მუსიკა #ქართული