SHIK DOGI DOG, FCI-Kennel of BULLDOGS u0026 POMERANIANS!

09/26/2018
РЕГИНА Чадунели-ის მიერ

სამწუხაროდ საქართველოში გამოჩნდა ცრუ- ძაღლსაშენები და ცრუ- კლუბები. იდება ტყუილი ინფორმაცია განსხადებებში და ისმის პასუხებში. შეამოწმეთ, მოითხოვეთ ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი. ან შებრძანდით საერთაშორისო ფცი კინოლოგიური ორგანიზაციის საიტზე, http://www.fcg.ge/geo/
აქ კი შეგიძლიათ ნახოთ, რეალური და ოფიციალური ძაღლსაშენები: http://www.fci.be/en/affixes/

ლეკვის შეძენა ძაღლსაშენში.

მომშენებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ძაღლსაშენი, არის პროფესიონალი თავის სფეროში. მან ზედმიწევნით იცის იმ ჯიშის ყველა თავისებურება და ნიუანსი, რომელთანაც მუშაობს. იგი გამოცდილი ზოოფსიქოლოგი, ვეტერინარი და დიეტოლოგია. მან კარგად იცის გენეტიკა და სელექციის საფუძვლები. ძაღლსაშენში ლეკვის შეძენისას, თქვენ ხდებით ლამაზი ძაღლის მფლობელი, რომელიც სრულად შეესაბამისება სტანდარტს, არა აქვს ექსტერიერის სერიოზული ნაკლი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სუსტი ჯანმრთელობის ანდა სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ძაღლმა, ნაკლებად სავარაუდოა გაგახაროთ თქვენ და თქვენი ოჯახი. გარდა იმისა რომ თქვენ მოგიწევთ უბედურ, ავადმყოფ არსებასთან ცხოვრება. თქვენ იძულებული იქნებით მნიშვნელოვანი თანხა ხარჯოთ მის მკურნალობაზე, ეს ხომ უკვე თქვენი ძაღლი იქნება, რომელიც გიყვართ და გეცოდებათ.

ძაღლსაშენი ''შიკ დოგი დოგ''-ი დაკავებულია ინგლისური ბულდოგის ჯიშის ძაღლების მოშენებით.

პასუხისმგებელი, გააზრებული მიდგომა წყვილების შერჩევის, ძაღლების და ლეკვების შენახვის საკითხების მიმართ.

წარმომავლობის გარანტია.

ლეკვების მაღალხარისხოვანი კვებისა და შენახვის პირობების გარანტია მათი ახალ მფლობელზე გადაცემის მომენტამდე. ნაყარის სწორი აღრზდა, ლეკვების სასეირნოდ საკმარისი სივრცე, სოციალიზაცია.

ძაღლები ჩვენს ძაღლსაშენში იმყოფებიან პროფესიონალური ვეტერინარული კონტროლის ქვეშ, ძაღლსაშენი თანამშრობლობს პროფესიონალ მწვრთნელ ინსტრუქტორებთან და ზოოტექნიკოსებთან.

ჩვენი ძაღლები არიან ჯანმრთელები, აქვთ მყარი ფსიქიკა, არ აწუხებთ სუნთქვის პრობლემები, არიან ლამაზები და აქვთ კარგი წარმომავლობა.

ჩვენი ძაღლები და ჩვენი მოშენების ძაღლები იმარჯვებენ საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.

ჩვენი ძაღლსაშენის მოშენებული ლეკვების მფლობელებს აქვთ რიგი შეღავათები.

თითოეული ლეკვის ფასი წარმოიქმნება ინდივიდუალურად, რიგი ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე.

დახმარება საზღვარგარეთ გაყვანაში, საბუთების გაფორმებაში. პროფესიონალი კინოლოგის საკონსულტაციო დახმარება შესაბამის საკითხებზე, ძაღლის მთელი სიცოცხლის მანზილზე.

შეიძინეთ ჯიშიანი ძაღლები ან უშუალოდ ოფიციალური ძაღლსაშენიდან,(შეგიძლიათ მოითხოვოთ ოფიციალური დოკუმენტი), ან კლუბის დახმარებით.
თუ გადაწყვიტეთ აიყვანოთ ოთხფეხა მეგობარი და ახალი წევრი შეიყვანოთ ოჯახში, ჯობია იყოთ ბოლომდე დარწმუნებული მის წარმოშობაში და ჯანმრთელობაში. ძალიან ბევრი ავადმყოფობა გადადის გენეტიკურად, ენდეთ პროფესიონალებს.

https://www.facebook.com/ShikDogi/