ნაგავსაყრელზე გადაყრილ ძეხვებსა და ტკბილეულს ჰყიდდნენ – დაკავებულია 4 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
4 პირი ნაგავსაყრელზე გადაყრილ პროდუქტს ყიდდა 29.12.2021
Tv Dia
მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამო...
პორტალი კვირა
ჰაერში გაფანტული ასობით ათასი ტონა მატყლი
TOK ТV GEORGIA
ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთების გამოფენა სოფელ მეჯვრისხევში...
Tv Dia
ნაგავსაყრელზე ნაგავს წვავენ. მოსახლეობა სუნით, კვამლით იხრჩო...
სერგო ჩივაძე
ნაგავსაყრელზე ცხოველები იკვებებიან
info9 info99
აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები სოციალურ და ეკონომიკურ პრობ...
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ცხოვრება ნაგავსაყრელზე | განადგურებული გარემო და ჯოჯოხეთური...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi