„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბრიფინგი


თბილისის მერმა პარტია „ლელოს“ დღევანდელ განცხადებას უპასუხა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ლელოს“ განცხადება „წინასაარჩევნო ტყუილია“. დღეს პარტია „ლელო საქართველოსათვის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ისაუბრა. საბა ბუაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიაში შტატგარეშე პირების დასაქმებამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია. მათი შრომითი ანაზღაურება და პრემიადანამატები კი საკმაოდ მაღალია. თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიამ ეს ყველაფერი ფაქტებით უნდა დაადასტუროს.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან