ფოკუსი - მცოცავი ოკუპაცია

09/24/2013
Tabula ტაბულა-ის მიერ

რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს - საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების გაბმის პროცესი სოფელ დიცსა და დვანში კვლავ განახლდა. დვანში ოკუპანტებმა მოსახლეობას მოსავლის ასაღებად საათ-ნახევარი მისცეს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების ცნობით, დიცში საოკუპაციო ხაზს მიღმა რჩება რამდენიმე სახლი, მიწის ნაკვეთები, სასაფლაოსთან მისასვლელი და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა.

როგორ ეხმაურება ხელისუფლება რუსეთის მოქმედებებს და როგორ უმკლავდება მცოცავ ოკუპაციას, ამ ფონზე რუსეთთან ურთიერთობაში მიღწეულ რა წარმატებებზე საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები. 24 სექტემბრის ფოკუსი.

http://fb.com/focus.tabula

ვიდეოები „Tabula ტაბულა"-ისგან