ცოტნეობა 2009
12 აგვისტოს ქ.ხობში გაიმართა ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული ``ცოტნეობა`` ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმიდა ცოტნე აღმსარებლის სულის მოსახსენიებლად წირვა აღავლინა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. ტაძრის მიმდებარე ტყე-პარკში მოეწყო ხალხური შემოქმედების ნიმუშების გამოფენა-დათვალიერება. აქვე იყო გამოფენილი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები. 15:00 საათზე ტყე პარკში წარმოდგენილ იქნა კოლხური ეთნოგრაფიული ფრაგმენტები: მეგრულ ფაცხებში დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციული სამზარეულო მასპინძლობდა. 17:00 საათზე გაიმართა ცოტნეობისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია. ცოტნეობის დღესასწაულს ხობის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები; აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გურამ გუნავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ქარდავა, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ფაზისის აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ნადარაია, ხობის საპატიო მოქალაქე ვაჟა ეგრისელი. ``ცოტნეობის`` მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ: ძვირფასო ხობელებო, პატივცემულო სტუმრებო! გილოცავთ ცონტეობას, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულს, ერისა და ეკლესიის წინაშე თავდადებული მოღვაწის, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს ეროვნული გმირის ცოტნეს ხსენების დღეს. ჩვენ, ხობელები მისი ბრწყინვალე ღვაწლის დაფასების აღსანიშნავად ტრადიციულ ზეიმს ცოტნეს საშვილიშვილო ამაგის დასტურად მივიჩნევთ. დარწმუნებული ვართ კოლხი რაინდის გმირობაზე მთელი თაობები გაიზრდებიან. ჩვენთვის საამაყოა, რომ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობს მრავალი დელეგაცია და საპატიო პირი, სტუმრები დედაქალაქიდან, აჭარიდან, მეზობელი რაიონებიდან და ქ. ფოთიდან. მადლობა მათ ცოტნეობის ტრადიციულ ზეიმში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენ მოკრძალებით მივესალმებით და მადლიერებით მივმართავთ ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლსა და ზეიმში მონაწილე ყოვლად მაღალუსამღვდელოესობას დღევანდელი დღის მაღალ ორგანიზებულობისათვის. მადლობა ხობელებს ერთად დგომისა და მხარდაჭერისათვის. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვულოცავ ქვეყნის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და მთელ საქართველოს. და ბოლოს, ნება მიბოძეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით კოლხური ცივილიზაციის, კოლხეთის ისტორიის კვლევის, პროპაგანდისა და გავრცელების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დავაჯილდოვო: რეზო პაპუაშვილი, ალეკო დოლბაია, დარეჯან კვარაცხელია, ზურაბ აბრალავა, რუსლან რუსია, გოგიტა ჩიტაია, ასევე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ახალი გამარჯვებები მათ საქმიანობაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელობისა და კოლხეთის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციაში გაწეული ღვაწლისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა არქეოლოგ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრს, ეროვნული მუზეუმის უფროსი თანამშრომელს, კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ რეზო პაპუაშვილს.
Irakli Shonia-ის სხვა ვიდეოები
ძველი ხიბულა იმედის კვირის სიუჟეტი
ხობს ნატოს მეორე შენაერთის სარდლობა ეწვია
01:39
ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი მეორე გურიფული
06:38
ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზ...
04:40
ხამისქურში დამზადებული დაფნის ეთერზეთები ევროპის ბ...
03:25
„ხობის რეტრო ამბები“ მეორე ნაწილი 2020 წელი
02:02
ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი
მსგავსი ვიდეოები
ცოტნეობა
Radio Atinati
ცოტნეობა 2012 ზუგდიდში.
odishitv
ხობში „ცოტნეობა“ აღინიშნა
Irakli Shonia
დიკა სალაყაია „ცოტნეობა“ ხობი 2018
Irakli Shonia
ახალი 12 | ცოტნეობა ხობში | 12.08.13
GeoArchive
ია ნანეიშვილი „ცოტნეობა“ - ხობი 2018
Irakli Shonia