შეხვედრა მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში


„ქართული ოცნების“ თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. კახა კალაძე და კახაბერ ლაბუჩიძე დღეს ისნის მოსახლეობას შეხვდნენ. კახა კალაძის განცხადებით, როგორც მთელ ქალაქში, ასევე ისნის რაიონშიც, მომდევნო ოთხ წელიწადში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება. შეხვედრები გაიმართა ვაზისუბნის დასახლებაში და ნავთლუღში, ასევე ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობასთან. კანდიდატებმა ისნის მოსახლეობას განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან