ბოლნისის სასამართლომ „ქართული ოცნების\" წევრს ემზარ პეტრიაშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წაუყენეს. დაკავებულის მეუღლე კი ამ ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ემზარ პეტრიაშვილის დაპატიმრების მიზანი აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა. სამართალდამცავებმა ქართული ოცნების დმანისის შტაბის წევრი ემზარ პეტრიაშვილი დააკავეს გუშინ ღამით. როგორც სამართალდამცავებმა პეტრიაშვილის ადვოკატს განუმარტეს, მისი დაკავება წვრილმანი ხულიგნობის გამო მოხდა. ოფიციალური ვერსიით, სახლისკენ მიმავალი პეტრიაშვილი გზაში იგინებოდა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube