„გარეჯის მთის სიმართლე“ #გამომძიებელი #რეპორტიორი

04/29/2021

• გარეჯის სერს მიღმა დარჩენილი აღდგომის, ჩიჩხიტურის, ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძრები, ძველი მამების კელიები...
• ბერებისა და მომლოცველების ნაცვლად მათ კართან მდგარი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.
• საქართველოსგან მოწყვეტილი მისი წარსული.
• როგორ შენდებოდა კედელი საქართველოსა და საქართველოს შორის. აქამდე გამოუქვეყნებელი ფაქტები და დოკუმენტები - რომლებიც ამხელენ პასუხისმგებელ პირთა ფართო წრესა და ხელისუფლებების მაღალჩინოსნებს.
• საქართველოს არქივებში ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც წყვეტენ დაუსრულებელ დავას რუკების შესახებ.
• ისინი არავის უძებნია. შეთქმულება გარეჯის წინააღმდეგ და შეთქმულთა სრული ჩამონათვალი პირველად ჩვენს გამოძიებაში.
• გარეჯი პოლიტიკის გარეშე ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში „გარეჯის მთის სიმართლე“

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://bit.ly/2O8oBlt
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2CEK2oH
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2CCHmYK
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.