"ზარი წარსულიდან"

12/26/2021
tamtafrommars-ის მიერ

\"ზარი წარსულიდან\" არის ფსიქოლოგიური ფენტეზი, რომელიც ჰყვება ორი ადამიანის ჩახლართულ ისტორიას.
გამოგვყევით ინსტაგრამზე:
  / call.from.the.past  
მოვლენები ვითარდება ორი სხვადასხვა დროის ერთ ქალაქში, 2021 და 2071 წლებში. ორი ადამიანი ერთმანეთს სატელეფონო ზარით უკავშირდება. მათ იციან, რომ ვერ შეხვდებიან, ამიტომ ცდილობენ სხვა ხერხებით დაკავშირებას. ისინი ერთად სტრუმრობენ საკუთარ ქალაქს, დადიან ერთსა და იმავე ადგილებში, მაგრამ სხვადასხვა დროის განზომილებაში.
გვსურს ამ ფილმით გადმოვცეთ ორი ერთნაირი ღირებულებების მქონე ადამიანს შორის მიზიდულობის ფენომენი. გვინდა ადამიანებს დავაჯეროთ, რომ მარტოობის განცდა დროებითია და ყველასთვის არსებობს ე.წ. „სოულმეითი“, რომელსაც შეიძლება ვერ ხედავ, არც კი შეხვედრიხარ, მაგრამ გაქვს სიახლოვის განცდა. შესაძლოა სულიერი კომფორტის შესაქმნელად ადამიანმა გამოიგონოს კიდეც მეგობარი, რაც ფსიქოლოგიაში - დისოციალური აშლილობის სახელითაა ცნობილი. ფილმის მთავარი ხაზიც ეს იქნება, რაც წარმოჩინდება პერსონაჟების ქცევებში. ხოლო თუ რომელმა გამოიგონა რომელი, ეს არ იქნება ცნობილი.
მიზანი არის ყურადღების გამახვილება ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, როდესაც მარტო მყოფი ადამიანი ეძებს დასაყრდენს და ამისათვის კი შეიძლება ფანტაზიასაც კი მიმართოს. ხოლო შედეგად მიგვაჩნია ის, რომ ფილმის პერსონაჟებთან მსგავსი გამოცდილების მქონე მაყურებელი იგრძნობს სიახლოვეს და შეეცდება საკუთარი თავის ამოცნობას, აგრეთვე, უკეთ შეძლებს საკუთარ მარტოობასთან გამკლავებას.

ფილმი იწყება მოძრავი მატარებლის ფანჯრიდან დანახული გამთენიის 10-წამიანი კადრით, რომლის ფონზეც ჩნდება ფილმის სათაური - „ზარი წარსულიდან...“. პირველივე კადრს გასდევს მატარებლის ხმა, ამ კადრის დასრულებისთანავე იწყება მელანქოლიური მუსიკა და ქალაქის ხედის კადრი.
ეს 3-4 „მომავლის“ კადრი გრძელდება 30-40 წამის განმავლობაში, სადაც ვხედავთ „მომავლის“ ადამიანი როგორ მიდის ქუჩაში, მაღალი შენობებისა და ურბანული ხმაურის ფონზე. ქალაქის ხედის კადრი იქნება წარმოდგენილი ცივ ფერებში (გადასვლა მომავლიდან წარსულში კადრების ფერებითაც შეიმჩნევა). გვაქვს სუბტიტრებათაც.
music credits :
Synthwave goose - Blade Runner 2049
Blade Runner 2049 - Mesa (Extended)
Howl's Moving Castle - Merry go round of Life cover by Grissini Project

ვიდეოები „tamtafrommars"-ისგან