ლიგური მოსულიშვილი 85 - 1

05/30/2018
Chango Changuri-ის მიერ

Liguri Mosulishvili 85 -- Vakhtang Beridze-1

პროფესორ ლიგური მოსულიშვილის 85 წლისთვისადმი მიძღვნილი სხდომა -
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება, სხდომათა დარბაზი, V სართული, 15:00 საათი, 2018 წლის 17 მაისი, ხუთშაბათი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 17 მაისს აღინიშნა პროფესორ ლიგური მოსულიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილე.

ლიგური მოსულიშვილი იყო გამოჩენილი ფიზიკოსი და ბიოფიზიკოსი. საქართველოში ბირთვული რეაქტორის ამუშავების შემდეგ ლიგური მოსულიშვილის ხელმძღვანელობით შიქმნა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის ლაბორატორია, რომლის ბაზაზე მან ჩამოაყალიბა ბიოლოგიური ობიექტების სპექტრალური კვლევების განყოფილება. მის მიერ შესრულებულ გამოკვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს.
ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვული რეაქტორის დაკონსერვების შემდეგ ლიგური მოსულიშვილმა ნეიტრონულ აქტივაციური ანალიზის ექსპერიმენტები გააგრძელა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.
თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში მისი ლაბორატორია აქტიურად იღებდა მონაწილეობას რიგ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ეხებოდა ტოქსიკური და მძიმე მეტალების როლს წყალმცენარეების სასიცოცხლო პროცესებში. ეს კვლევები ტარდებოდა კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ინსტიტუტსა და ოუკ რიჯის ეროვნულ ლაბორატორიასთან ერთად.


On May 17, 2018 the Presidium of the Georgian National Academy of Sciences held an event to the 85th anniversary of the Ph.D. in Physics Liguri Mosulishvili. To celebrate this remarkable date a scientific conference was held at the Academy. The outstanding scientists and writers participated in this conference: Temur Naneishvili, Tengiz Beridze, Jamet Monaselidze, Vasil Bregadze, Dodo Pataraia, Zaza Rostomashvili, Mikho Mosulishvili and others. Liguri Mosulishvili's major research interests was Life Sciences, Ecology, Biophysics, Molecular biology, Neutron activation analysis and Experimental physics.



Links:
* https://en.wikipedia.org/wiki/Liguri_...
* https://de.wikipedia.org/wiki/Liguri_...
* https://ka.wikipedia.org/wiki/ლიგური_...
* http://ligurimosulishvili.blogspot.com/