რა სჭირდება ბიზნესს მეტი ინოვაციურობისთვის? - გეგა წურწუმია ანალიტკაში

2 თვის წინ
Business Media Georgia-ის მიერ

ციფრული ეკონომიკა 21–ე საუკუნის ბაზვორდი – ე.წ. საკვანძო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა ამ მიმართებით გლობალური ინოვაციების ინდექსის მიდგომა – როგორ შეუძლია ბიზნესს გამოიყენოს ICT - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იმისთვის, რომ ციფრული განვითარება დააჩქაროს. პირველი ეს არის ICT–ის გამოყენება კვლევისთვის – ამ კუთხით წამყვან დარგებად შეიძლება გამოვყოთ ამ ეტაპზე ბიო და ნანო ტექნოლოგიების განვითარება, ფარმაციის სექტორშია ფართოდ გამოყენებული ICT ტექნოლოგიები კვლევისთვის, ასევე – ბიო– ინფორმატიკა. მეორე ეს არის კარგად განვითარებული ICT როგორც ზოგადი დანიშნულების მქონე ტექნოლოგია – მაგალითად: ხელოვნური ინტელექტი, 3D-ბეჭდვა, რობოტიკა. ინდექსის შეფასებით, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტის სექტორი ჯერ კიდევ ღიაა ასეთი ტიპის ტექნოლოგიებისთვის. სტუმარი: გეგა წურწუმია - PAYZE -ის თანადამფუძნებელი;

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან