Irma Araviashvili - Mami ( Official video )

07/01/2018
Irma Araviashvili Official-ის მიერ

►All my songs: https://www.youtube.com/c/IrmaAravias...
►Facebook - https://www.facebook.com/irma.aravias...
►Instagram - https://www.instagram.com/irmaaravias...
სიმღერის ავტორი - ირმა არავიაშვილი
ტექსტის ავტორი - ზურა ინასარიძე
არანჟირება - ზაზა გოჩიტაშვილი
ვიდეო გადაღება - ანრი აბრამიძე
სამოსი - ნაოჩი სამკერვალო სალონი
მსახიობები:
მიხეილ არავიაშვილი
ანასტასია ბელქანია
ჰენრი აბრამიძე

მახსოვს მონატრება მახსოვს ღიმილი და ისევ
მახსოვს ჩახუტება ზოგჯერ სიმკაცრეთა წამი
ახლა დიდი ვარ და შენგან მაინც რჩევებს ვისმენ
ვიცი პატარა ვარ შენთვის სამუდამოდ მამი

გატყობ მამაჩემო თეთრი შეგპარვია თმაში
როგორ გიმცირდება ახლა სამოძრაო რუკა
ზოგჯერ მინდება რომ ვიყო უდარდელი ბავშვი
შენ კი მიმეორებ რომ დრო არ ბრუნდება უკან

დღესაც ჩაფიქრებულს გიცქერ აივანზე მამი
ვიცი საფიქრალიც ჩემგან მოგდებია უფრო
ზოგჯერ გაბრაზებას გულში შეინახავ დარდით
როცა შენზე მეტ დროს რაღაც უაზრობებს ვუთმობ

გატყობ მამაჩემო თეთრი შეგპარვია თმაში
როგორ გიმცირდება ახლა სამოძრაო რუკა
ზოგჯერ მინდება რომ ვიყო უდარდელი ბავშვი
შენ კი მიმეორებ რომ დრო არ ბრუნდება უკან