„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია” (IPS) - გერმანიის ბუნდესთაგის პროგრამა

10/30/2017
mzekha makharadze-ის მიერ

TV პირველზე გადაცემაში \"საქმიანი დილა\"
თემა: „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია” (IPS) - გერმანიის ბუნდესთაგის პროგრამა
სტუმრები:
გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატი, ქალბატონი დორის
ბარნეტი.
გერმანიის საელჩოს ატაშე კულტურის, პოლიტიკისა და პრესის საკითხებში ქალბატონი ანკე დოლეცკი.

გერმანიის ბუნდესთაგის პროგრამისთვის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია” (IPS) ქართველი მონაწილეების შერჩევას.

„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია” (IPS) - გერმანიის ბუნდესთაგის პროგრამისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველ სტიპენდიანტების შერჩევა, რომლებიც შეუერთდებიან მსოფლიოს 42 ქვეყნის 120 სტიპენდიანტს და მათ ეძლევათ უნიკალური შანსი 5 თვის განმავლობაში, 2018 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე გაეცნონ ბერლინის ბუნდესთაგში გერმანიის საპარლამენტო სისტემას, რათა მათთვის თვალსაჩინო გახდეს ბერლინის გუნდესთაგის პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიანტები იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და ამავდროულად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე თავისუფალ მსმენელებად დასწრებას.

ამ პროგრამის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს გერმანიის ბუნდესთაგი, პროგრამას კი პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან: ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებს სტიპენდიანტისთვის სრულ დაფინანსებას: მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური ხარჯების.

საკონკურსო პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.bundestag.de/ips.

განაცხადების შემოტანა ხდება ელექტრონული ფორმით გერმანიის საელჩოს ოციფიალურ ვებ-გვერდზე www.tiflis.diplo.de მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ვიდეოები „mzekha makharadze"-ისგან