წერეთლის გამზირი გაიხსნა, მხოლოდ ნაწილობრივ

02/01/2024

🚧 1 თებერვალს საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა წერეთლის გამზირზე, სადაც სამუშაოები 2023 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. რადიო თავისუფლება აკვირდებოდა ქუჩის გახსნამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში გზის სამუშაოებს და ადგილობრივების განწყობებს.

🚧 ორი კვირის წინ, 15 იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულებები ორ კონტრაქტორთან და თქვა, რომ მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები იყო. იანვრის ბოლო ორ კვირაში წერეთლის გამზირზე, სადაც მანამდე რეაბილიტაცია ადგილობრივების თქმით, დუნედ და ზანტად მიდიოდა, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან