ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსობიდან კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის თანამდებობაზე ინიშნება, ანანიაშვილის მხარის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნას ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კოტე ანანიაშვილი გიორგი გახარიას კადრია, მათივე თქმით პრემიერი ძალოვან უწყებებში გავლენას კარგავს და საკუთარი გუნდის გაძლიერებას ცდილობს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, კოტე ანანიაშვილის მხარის რწმუნებულის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას დადებითად აფასებენ. მათი თქმით ანანიაშვილი გამოცდილი კადრია და რეგიონის პრობლემებს კარგად იცნობს, ამასთან მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც გიორგი ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.