ვაქცინაციის პროცესი - მეუფე ნიკოლოზის განცხადება


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია სრულებით მიუღებელია, ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა კი გამართლებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა, თუმცა არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის და არც აუცრელობის. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის საკითხს, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და თავადაც ყველას მოუწოდებს, წესები სათანადოდ დაიცვან.

მეუფე ნიკოლოზმა განცხადება სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან