საერთაშორისო ოლიმპიური დღე

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ოლიმპიურ პარკში გარბენი გაიმართა. ინიციატივა აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს ეკუთვნის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის პატრონაჟით, აღნიშნული ღონისძიება 200-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მასში მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. თბილისის გარბენზე საუკეთესოები ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებულები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები