„თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და მზად ვართ დასახმარებლად”- სააკაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს
(ახალი ამბები 12.06 2019) თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ტელევიზიასთან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა. საეთერო სტუდიაში ასევე იმყოფებოდა მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ. მოლდოვის ახალმა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დახმარებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს და ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია. „დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ - განაცხადა სააკაშვილმა. Print გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
რეპრესიებით თქვენ მხოლოდ აჩვენებთ საკუთარ სისუსტეს! ენდობით...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვიდეო ტიკ-ტოკიდან❤️ ადამიანების რეალური მდგომარეობა და მათი...
Lika Megreli Vlogs
შუა ქალაქში - საუკეთესო მომენტები და ხუმრობები #4 / Shua qal...
Phoenix Karma
Misho Eliava (21.03.2020) CES X Hammock Magazine Online Work...
Creative Educaion Studio CES
უიღბლო დღე
TBC • თიბისი
დალიე საზიზღარი კოკტელილი / გაიტანე მეტი გოლი
ჩაი
ფულის გამომუშავება მარტივად სოციალური ქსელების მეშვეობით!
George Basics
სამაგიდო თამაში - გრანდ ავსტრია ჰოტელი/Grand Austria Hotel -...
Summer Set Kutaisi